მთავრობამ მოატყუა ხალხი, თითქოს როსნეფტის მიერ ფოთის ტერმინალის შესყიდვის კანონიერებას სწავლობს სამი სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია. არ გაკეთებულა არავითარი დასკვნა და ხელისუფლება შეეგუა ამ ფაქტს. როსნეფტმა, როგორც ვიცით, დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. იმის გამო, რომ მთავრობამ გადაყლაპა ის შეურაცხყოფა, რაც უნებართვო საქმიანობის სახით როსნეფტმა მიაყენა, აგერ უკვე გაზპრომი დაგვცინის. საქართველოსთან მოლაპარაკებების პარალელურად დაიწყო ცხინვალის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გაზის მიწოდების თაობაზე. მთავრობა სულ უფრო და უფრო ებმება რუსეთის მიერ დაგებულ მახეში. უკვე რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესახებ დაიწყეს საუბარი, რაც ჩვენი მიბმის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი გახდება.
tbl.ge/t2i
დაკოპირდა

წერს ეკონომისტი რომან გორიციძე Facebook-ში.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




