ბენზემას სკანდაი

კარიმ ბენზემა დააკავეს

AFP

საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კარიმ ბენზემა ფრანგულმა პოლიციამ დააკავა.

ბენზემას ბრალად ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, მეთიუ ვალბუენას შანტაჟი ედება. გამოძიების ინფორმაციით, ბენზემა ვალბუენას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

გამოძიება აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ვალბუენას შანტაჟში ბრალი კიდევ ოთხ პირს ედებათ. მათ შორისაა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯიბრილ სისე. ის 13 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები