რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: საკონსტიტუციომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შესაძლო პრობლემებზე

სასამართლომ ძალიან ჩუმად, ფარულად, ისე რომ არც კი მოუსმინა პარლამენტის არგუმენტებს და არც დაინტერესდა, როგორი იყო მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში პარლამენტის არგუმენტები, შეაჩერა იმ ნორმის მოქმედება, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეიძლება, შეუქმნას პრობლემა და ბუნებრივია, მთელი პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს თავად საკონსტიტუციო სასამართლომ

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გუშინ შეაჩერა მუხლი დაუყონებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები