ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია. ჩვენ პატივს ვცემთ მედიის თავისუფლებას. სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის კუთხით. მე პატივს ვცემ რუსთავი 2-ს, ჩემი აზრით, ამ ტელეარხის ჟურნალისტები ძალიან პროფესიონალები არიან. ეს არ არის დავა ტელეარხსა და მთავრობას შორის. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიწყია გამოძიება არც რუსთავი 2-თან, არც მის მფლობელებსა და თუ ყოფილ მფლობელებთან დაკავშირებით. ეს არის სასამართლო საქმე ორ ინდივიდუალურ მხარეს შორის. ერთი მისი ყოფილი, მეორე კი მოქმედი მფლობელია. პროცესი ღიაა და გამჭვირვალე. ჩვენ კი, როგორც სახელმწიფო, კანონის უზენაესობის დაცვის გარანტიას ვიძლევით.
tbl.ge/139t
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. რუსთავი 2-ის თარგმანი.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




