რუსთავი 2-ის საქმე

ჰერმანი: რუსთავი 2-ის საქმეს ასოცირების შეთანხმების კონტექსტშიც ვაკვირდებით

ევროკავშირს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, როგორც თბილისში, ისე ბრიუსელში, ერთი და იგივე პოზიცია აქვს. ერთის მხრივ, ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპისა და მედიაპლურალიზმის დაცვა, მეორეს მხრივ კი, ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების პატივისცემისკენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დიალოგისკენ. ვაგრძელებთ რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკვირვებას უფრო ფართო კონტექსტშიც, ასოცირების შეთანხმების თვალსაზრისით. როგორც იცით, ასოცირების შეთანხმება შეიცავს მნიშვნელოვან ვალდებულებებს საქართველოსთვის და ეს სერიოზული პრინციპების პატივისცემას გულისხმობს, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პლურალიზმის პატივისცემას. ეს ყველაფერი ამ ვალდებულებების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი რუსთავი 2-ის საქმეზე. [გამოყენებულია რუსთავი 2-ის თარგმანი].

კომენტარები