სიმართლე ითქვას, ცოტა რთულია პრემიერის არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ჩვენ გვახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც ძალიან კარგად ახსოვს, რომ როდესაც იანუკოვიჩი ძალადობდა უკრაინელ ხალხზე, მაშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა იანუკოვიჩის მხარე დაიჭირა. როდესაც რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაშიც, პრემიერმა ღარიბაშვილმა რუსეთის პოზიცია დაიჭირა და დაუპირისპირდა უკრაინის რეალურ პოზიციას. ეს არის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც პრობლემები შექმნა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, ამ შემთხვევაში უკრაინასთან და ეს არის მთავრობა და პრემიერი, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისაკენ. ამიტომ, ცხადია, რომ მის სიტყვას არავინ სერიოზულად არ მიიღებს, იმიტომ რომ თავად პრემიერია არასერიოზული და თავად არის ადამიანი, რომელიც ყველანაირად ქმნის პრობლემებს, ყველანაირად ქმნის წინაღობას და ყველანაირად ხელს უშლის საქართველოს წინსვლას და განვითარებას.
tbl.ge/rc
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილზე. წერილში ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, რომლებიც უკრაინულ საიტზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში
- გომელაური მასალებზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, მოხდა რამე? დავაშავეთ რამე?
- სუს-ის უფროსი: სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში
- სუს-ის უფროსი მასალებზე: მე რა შუაში ვარ?!
- ნონიაშვილი მასალებზე: ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა, რაზეც პასუხისმგებელია მთლიანი პარტია