საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში დღეს რამდენიმე მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში დღეს რამდენიმე მინისტრს მოუსმენენ. კომიტეტებს კითხვები სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის" შესრულებასთან დაკავშირებით აქვთ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს მოუსმენენ. 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მიწვეულები არიან განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

გარდა ამისა, დღეს დანიშნულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც სპორტის სფეროში სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ისაუბრებს. 

კომენტარები