ტერორიზმი

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ინფორმაცია დაჯგუფებამ ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა.

"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა შეძლეს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელსაც 220 რუსი ჯვაროსანი მიჰყავდა. ყველა მკვდარია, მადლობა ღმერთს",- ნათქვამია ISIS-ის განცხადებაში.

მანამდე, ეგვიპტური მხარე ავიაკატასტროფას ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებდა.

რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე დღეს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მგზავრების უმრავლესობას რუსი ტურისტები შეადგენდნენ. რუსეთმა პირველი ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები