საზოგადოებას მოსმენილი გაქვთ არაერთხელ, იგივე მოისმინეს ჩემგან ამ შემთხვევაში იმ გამომძიებლებმა, რომლებსაც ასეთ სისულელეზე ივანიშვილის დაკვეთით აწვალებენ და დროს აკარგინებენ. ეს პოზიცია არის ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია. ჩვენი ამოცანაა, რომ არ მივცეთ ივანიშვილს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ის დავამარცხოთ 2016 წლის არჩევნებში. მაგრამ ჩვენ მას არ მივცეთ საშუალებას, ძალადობის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავს ჩვენს თავისუფლებას. ამ ვითარებში, პირველ რიგში, არის რუსთავი 2. თუ ის გააგრძელებს იმ ნაბიჯებს, რასაც ვხედავთ ამ ბოლო კვირებში, კონტროლირებადი მოსამართლის მიერ დაკვეთილი განაჩენით, ძალადობრივ აღსრულებას ამ გადაწყვეტილების, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს რუსთავი 2-თან მიმართებაში.
tbl.ge/r8u
დაკოპირდა

აღნიშნა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




