რუსთავი 2-ის საქმე

გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. ბოკერიას დაახლოებით 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, ნიკა გვარამიას დაკითხვა კი დაახლოებით 17:30 საათისთვის დასრულდა.

გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია დაკითხვაზე გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება 24 ოქტომბერს დაიწყო. გიგა ბოკერია იმავე დღეს დაკითხეს რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტთან" დაკავშირებით.

კომენტარები