ნარკოდანაშაული

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული, 3,49002 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

კომენტარები