ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ზოგი ახლობელი ღალატობს მეუღლეს, მაგრამ მე პირადულში არ შევდივარ

ჯერ ახალგაზრდაა კიდევ ირაკლი [ალასანია]. რაღაც შეეშალა და ცდილობს, აი, კარგად გიპასუხებ. რაც შეეხება საფრანგეთს და ახლა მეუღლეს, ეს ძალიან პირადია. მე პირადულში როგორც წესი, არ შევდივარ. სხვათა შორის, პრეცედენტები მოხდა არჩევნების დროს და იქ ვიღაცებს რაღაც ფილმები გადაუღეს გუნდიდან და ძალიან გაწბილებულნი იყვნენ, რომ როგორ დავენახოთო [ივანიშვილს] და მე დავაწყნარე, რომ ეს ჩემი საქმე არაა, თქვენ თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცაღა მე ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში ხერხდება ეს და ზოგიერთი ჩემი ახლობელიც ღალატობს თავის მეუღლეს, მაგრამ ეს ძალიან პირადულია. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში, მე ეს არ ვიცი. მე ესეთ ჭორებზე არ ვაკეთებ კომენტარს, ვისთან მგზავრობდა და როგორ მგზავრობდა.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე.

კომენტარები