რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: უბედური ევროპელები და ამერიკელები - ენმ დღესაც არ ასვენებთ

არც ერთი მაგალითი არა გაქვთ იმის, რომ მთავრობა ძალადობს მედიაზე და გინდათ, ისევ საზღვარგარეთი დაიხმაროთ. იმიტომ, რომ შიგნით ძალიან გაფუჭებული გაქვთ საქმე, ყველაფერი გასაგებია უკვე ქართველი ხალხისთვის და შემდეგ შემოდგომაზე, არჩევნებზე ამაზე საბოლოო პასუხს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა. ახლა ეს გინდათ თქვათ, რომ ნახეთ, გარედან როგორ შფოთავენ... უბედური ევროპელები და ამერიკელებიც, ვინც ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლია პირდაპირი მნიშვნელობით. არ ასვენებენ დღესაც, ის ხალხი თავის საქმეს აკეთებს, თავიანთი საქმე ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამდენ ხანს ატყუებდნენ და დღესაც ნაცნობობა აქვთ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები