ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას არ გამორიცხავს. თუმცა, ივანიშვილისვე თქმით, "ხალვაშს მოთხოვნა არ აქვს" და მასაც არ აქვს კითხვები. ჟურნალისტებმა ივანიშვილს კითხეს, ხომ არ აპირებს ხალვაშთან შეხვედრას.
"არა, არ აქვს მოთხოვნა ამ კაცს და მეც არ მაქვს მასთან კითხვები... შეიძლება, რატომაც არა?" - თქვა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის და პრეზიდენტის შეხვედრას, ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, კარგია, რომ შეხვედრა შედგა.
"როგორ უნდა დაეხმაროს მერე [პრეზიდენტი], პირობა რომ აღუთქვა? არანაირად არ ვაფასებ, პრინციპში. ნუ, მოუნდა შეხვედრა ქიბარ ხალვაშს და კარგია, რომ შეხვედრა შედგა. ძალიან მოკლედ" - ამბობს ივანიშვილი.





