რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: თუ რ2-თან ვინმე პირადი ცხოვრებითაა დაკავებული, მიმართონ ინსპექტორს

მემგონი, პირველ რიგში, გვარამიამ უნდა მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ჩვენ ეს პირი ავირჩიეთ, პარლამენტმა ნდობა მივანიჭეთ, მივიღეთ კანონი, რომელიც იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. თუ რაიმე ირღვევა გვარამიასთან მიმართებაში, ბუნებრივია, ამისთვის არის ეს უწყება. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცას ჰქონდეს ბოროტი განზრახვები ამ კომპანიის მიმართ. სწორედ მათივე უსაფრთხოებისთვის თუ დამონტაჟდა, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ თუ ბატონი გვარამია ფიქრობს, რომ ვინმეს პირადი ცხოვრება ირღვევა და რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ ვინმე პირადი ცხოვრებით არის დაკავებული და შეიძლება, ეს ჩანაწერი მის საზიანოდ გამოიყენონ, მიმართონ პერსონალურ დაცვის ინსპექტორს.

ვიცესპიკერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე კამერების დამაგრებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ არხის გენერალური დირექტორი შსს-სა და სუს-ისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

კომენტარები