ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიას ხვალ კიდევ დაკითხავენ

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო. მიზეზი გვარამიას ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის მოუცლელობაა. ვეფხვაძის თქმით, ის დღეს სხვა პროცესზე მუშაობს.

გამოძიება ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე დაიწყო. მისი თქმით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი მთავრობის მუქარისა და შანტაჟისშემცველ მესიჯებს გადასცემდა.

ალექსი ახვლედიანი პროკურატურამ უკვე დაკითხა. მან თქვა, რომ ის "არც მესენჯერია და არც შუამავალი". პროკურატურის განცხადებით, ახვლედიანმა გვარამიასთვის ინფორმაციის გადაცემა უარყო.

კომენტარები