NDI-ის კვლევა

ივანიშვილი NDI-ის ბოლო კვლევაზე: ეს არის ნაციონალური მოძრაობის სიზმარი

მე პირდაპირი ვიქნები. მე ამ კვლევებს არ მივიჩნევ NDI-ის კვლევად, NDI არის ჩემთვის ძალიან საპატივცემული ორგანიზაცია, კარგად მოგეხსენებათ, ისევე როგორც IRI. მათ უამრავი პროექტი განახორციელეს და დააფინანსეს საქართველოში. დღესაც ამას აგრძელებენ და იმედია, ასე გააგრძელებენ. შესაბამისად, მე ერთი საეჭვო სიტყვაც კი არ მომიბრუნდება ამ ორგანიზაციის მიმართ. რაც შეეხება კვლევებს, მე მითქვამს ადრე, დღეს უფრო პირდაპირ ვიტყვი - ამ კვლევებს აწარმოებს NDI-ის შემთხვევაში თურმანიძეა მე მგონი, მაგის გვარი. CRRC თუ რაღაც ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ნაცების მიერ, ისევ ნაცები უნდა ვახსენოთ. IRI-ის კიდევ ცქიტიშვილი. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩვეულებრივი, აღზრდილი მათ წიაღში, ეს ორგანიზაციები დააფუძნეს. მე ამ კვლევას, ბოლო კვლევას დავარქვი ნაციონალური მოძრაობის სიზმარი - რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდა თქო. NDI-ს მე უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ დღესაც, მათ აქვთ, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება და ჩვენს ქვეყანასაც ძალიან დიდ მხარდაჭერას უჩენენ ყველა მიმართულებით. ნუ, ეს კვლევები, მიუხედავად ჩვენი ბევრი მცდელობისა, საუბედუროდ, დარჩა ამ რანგში და მე არ ვეძახი ამას NDI-ის კვლევებს, ეს არის თურმანიძის კვლევები - შეთანხმებული და შეთავსებული აბსოლუტურად ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს არის მათი სიზმარი, რაც აქ დაიდო და არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი NDI-ის ბოლო კვლევაზე.

კომენტარები