თამაზ მეჭიაური

მეჭიაური ზოგიერთ მედიასაშუალებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ტაბულა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯოდმარე თამაზ მეჭიაური ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მის "კომენტარს" პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ ეს მას არ უთქვამს. მეჭიაური ამობს რომ წინადადება: "რუსთავი 2-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით" არასდროს უთქვამს.

"მინდა გამოვეხმაურო, 22 ოქტომბერს, რიგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც, თითქოს მე, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განვაცხადე, ვციტირებ: "რუსთავი 2"-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით "ოცნება".ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავს განცხადებას ჩემი მხრიდან არც მედიასაშუალებებთან და არც პრივატულ საუბრებში ადგილი არ ჰქონია. მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამის შესახებ განმარტებები გუშინ და დღეს თითქმის ყველა ტელეკომპანიასთან გავაკეთე, რაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ტელეეთერებში არ მოხვდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტელეკომპანია ისევ აგრძელებს დეზინფორმაციის ტირაჟირებას. პატივს ვცემ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და ვფიქრობ, მინიმუმ უხერხულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და არარსებულის უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენა.
აქვე აღვნიშნავ, რომ არც ერთი ჩემი განცხადებისა და გამონათქვამის უარყოფა არასოდეს გამიკეთებია და არც ჟურნალისტებს შექმნიათ ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩემი პოზიცია, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, უცვლელია. პრეზიდენტის განცხადება შეიცავს სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება." - წერს მეჭიაური.

თამაზ მეჭიაური პრეზიდენტისადმი კრიტიკულ განცახდებებს ხშირად აკეთებს, მან გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციის არაფორმალური ლიდერიც უწოდა.

კომენტარები