თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: პროექტებსაც განვიხილავთ ხოლმე კაპოტზე

სხვათაშორის, კაპოტი მე არ მომიგონია, არსებობდა და ზოგი რისთვის იყენებდა, ზოგი რისთვის. ეს ქუცნაშვილისგან მოდის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან თქვა, რომ კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდა. მაგის გამოსაჯავრებლად ერთი-ორჯერ, როცა მოვიგეთ არჩევნები, აღვნიშნეთ რა კაპოტზეც. იყო ასეთი ხუმრობებიც - კაპოტის ფასმა დაშლილ ნაწილებში ახალი მანქანის ფასს მიაღწია. პროექტებსაც განვიხილავთ ხოლმე კაპოტზე, ასეც ხდება, გარეთ როცა ხარ გამოსული და გზის იქით, ბუნებრივად მოხდება ხოლმე ეს ყველაფერი, ეს ჩვენი მოგონილი არ არის.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კაპოტზე ქეიფის შესახებ ტაბულასთან საუბრისას.

კომენტარები