მკვლელობა შვედეთში

შვედეთში ხმლით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა 2 ადამიანი მოკლა

AFP

შვედეთის ქალაქ თროლჰეტენთან ერთ-ერთ სკოლაში ხმლით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა მოსწავლე და მასწავლებელი მოკლა.

შემთხვევა კრონანის სკოლის კაფეში მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი.

შავებში ჩაცმულმა პირმა თავდასხმამდე მოსწავლეებთან ერთად სურათები გადაიღო.

21 წლის თავდამსხმელი, რომელიც თროლჰეტენის მცხოვრები იყო, პოლიციელებმა მოკლეს.

პოლიციის მეთაურის, ნიკლას ჰოლგრენის თქმით, მკვლელს "რასისტული მოტივები" ჰქონდა.

"ეს იყო რასისტული მოტივით ჩადენილი დანაშაული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ მამაკაცმა მსხვერპლები მათი კანის ფერის მიხედვით ამოარჩია", - თქვა ჰოლგრენმა.

შვედეთის მეფის თქმით, ქვეყანა "შოკშია".

კომენტარები