რუსთავი 2-ის საქმე

აბესაძე: უკვე დასრულებული ოლიმპიური ფესტივალისთვის 9 მილიონ ლარს ითხოვენ

ირაკლი აბესაძე
საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მთავრობამ და მერიამ უკვე დასრულებული ოლიმპიური ფესტივალისთვის დამატებით 9 მილიონი მოითხოვეს. მისი თქმით, ცვლილება 2015 წლის ბიუჯეტში უახლოეს მომავალში შევა. დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.

"საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ გადაწყვიტეს, ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭირო თანხები მისი დასრულებიდან თითქმის 3 თვის შემდეგ გაზარდოს კიდევ 9 მილიონი ლარით. ეს არის პირდაპირ თბილისის ბიუჯეტიდან მოპარული თანხა. ნათელია, რომ სწორედ ბიუჯეტიდან მოპარული თანხების გამოყენებით, ცდილობს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება საკუთარი ძალიან მძიმე გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. 

ნაცვლად იმისა, რომ ეს 9 მილიონი ლარი იხარჯებოდეს მოსახლეობის საჭიროებებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, ამ თანხას იპარავენ მხოლოდ ერთი მიზნით - გამოიყენონ რუსთავი 2-ის და ზოგადად ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისთვის", - თქვა აბესაძემ.

კომენტარები