საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და დიპლომატებთან კონსულტაციები დაიწყო.
პრეზიდენტი უკვე შეხვდა თავისუფალ დემოკრატებს და არასაპარლამენტო ოპოზიციას. გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებსაც შეხვდება.
პრეზიდენტთან შეხვედრას ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეც ელოდება.





