არაერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობას მიადგა ძალიან დიდი ჩრდილი, ამიტომ ველოდები უსწრაფეს გამოძიებას იმ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ. სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა, რომელიც ძალიან ბევრ სხვა საქმეშია არაეფექტური ან ძალიან მიკერძოებული, ობიექტურად გამოიძიებს ამ შემთხვევას, ამიტომ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ფორმატში უნდა მოხდეს ამ საკითხის დაყენება... ეს უკვე არის იმის საფუძველი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და ზოგადად პარლამენტმა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლით უნდა იყოს დაკავებული და არა მის მიერ გადადგმული ნაბიჯების საზოგადოებისთვის განმარტებით, რეალურად განახორციელოს კონტროლი და დაინტერესდეს სად არის სიმართლე.
tbl.ge/uq9
დაკოპირდა

საია-ს თავმჯდომარის პოზიცია ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




