რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იურისტების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ გადადო. ადვოკატები პროცესის გადადებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ 12:00 საათზე ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
ამასთან, მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ნიკა გვარამია საქმის მიმდინარეობის ბოლომდე გაძევებულად ითვლება.
სასამართლოსთან და რუსთავი 2-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები იკრიბებიან.





