ნარკოდანაშაული

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლაშა კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 0,0148 გრ ნარკოტიკული საშუალება და 9,8 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები