ყველა ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იყოს დაცული მედია და მედიის თავისუფლებასთან არანაირ კავშირში არ არის ის კონკრეტული სამართლებრივი დავა, სადაც საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები ირკვევა და არა საკითხი - უნდა იყოს თუ არა მედია თავისუფალი ან უნდა იყოს თუ არა რუსთავი 2 თავისუფალი. ამიტომ, ეს თემა არ დგას დღის წესრიგში, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება. რაც შეეხება მესაკუთრეებს შორის დავას, ეს არის ასევე სამართლებრივი პროცესი და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იდავოს, თუკი მიაჩნია, რომ მისი უფლებები არის დარღვეული.
tbl.ge/twj
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




