რუსთავი 2-ის საქმე

ალასანია: ქართული ოცნება იმ გზაზე დგას, რა გზაზეც იდგა სააკაშვილის რეჟიმი

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში რუსთავი 2-ის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის ჩახშობა წინასაარჩევნოდ სურს.

"დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლება იგივე აგრძელებს ახლა, რა გზაზეც იდგა სააკაშვილის რეჟიმი. ანუ დაიწყეს მედიაზე ზეწოლა, დაიწყეს მედიაზე სტერილური გარემოს ჩამოყალიბება წინასაარჩევნო პერიოდში რომ არ მოხდეს დისკუსია, რომ არ მოხდეს განხილვა იმ თემების, რომლებიც ხალხს აღელვებს," - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელევიზიაა და აღნიშნა, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირების პროცესში საქართველოს ინტერესები უკანა პლანზე იწევს.

კომენტარები