რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ. მათი თქმით, დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად ერთკვირიანი დრო სჭირდებათ. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე შესაბამის შუამდგომლობას.

როგორც ცნობილია, რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თავი არ აიცილა. საქმის განხილვას ის გააგრძელებს. 

მოსამართლე ურთმელიძის აცილებაზე შუამდგომლობა რუთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს.

შენობასთან შეკრებილი არიან რუსთავი 2-ი მხარდამჭერები.

კომენტარები