რუსთავი 2-ის საქმე

ჯაფარიძე რუსთავი 2-ზე: ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავალს ეხება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ შეიკრიბოს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ყველასთვის ცხადია, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, რომ მიმდინარეობს გამალებული შეტევა თავისუფალ სიტყვაზე, კრიტიკულ მედიაზე. თუ რუსთავი 2-ს შეექმნება პრობლემები, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები შეექმნება მედიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რაც არის ამ ქვეყნისთვის კატასტროფა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმე ან რაღაც კერძო დავა, ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავალს ეხება. თუ ამ ქვეყანაში არ იქნება მედიის თავისუფლება და კრიტიკული მედიის თავისუფლება, ამ ქვეყანას უბრალოდ, მომავალი არ აქვს.

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

კომენტარები