რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის იურისტმა თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა უკვე დააყენა.

დღევანდელ პროცესს ესწრებიან თავისუფალი დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ეროვნულ დემოკრატების წარმომადგენლები. 

სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით - "მარტო სიტყვის თავისუფლება დაგვრჩა და არ დავთმობთ".

კომენტარები