ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით. კერძოდ, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებით. აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას, დაახლოებით ერთი წლის წინ, 2014 წლის აგვისტოს კვლევით, ეთანხმებოდა 54%.
ხოლო მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, 30%-ია. 2014 წლის აგვისტოში ამ მოსაზრებას 19% იზიარებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა მიმდინარე წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





