NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირის წევრობა მისაღებია: 2014 - 78%, 2015 - 61%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 61%-სთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მისაღებია. მიუღებელი 21%-სთვისაა. აღსანიშნავია, რომ NDI-ის 2014 წლის აგვისტოს კვლევაში, ანუ დაახლოებით ერთი წლის წინ, გამოკითხულთა 78%-სთვის იყო მისაღები ევროკავშირი, 10-სთვის კი მიუღებელი.

გამოდის, რომ ერთი წლის შემდეგ 17 პუნქტითაა შემცირებული მათი რიცხვი, ვისთვისაც ევროკავშირის წევრობა მისაღებია. ხოლო 11 ერთეულითაა გაზრდილი მათი რაოდენობა, ვისთვისაც ევროკავშირი მიუღებელია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები