რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში 85 წლის მამაკაცი გაძარცვეს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელები სახლში გვიან ღამით შევიდნენ და სახლში მარტო მყოფ მოხუცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, წაიღეს თხილის მოსავალი და მიიმალნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ძარცვას - ბინაში უკანონოდ შეღწევით.





