რუსთავი 2-ის საქმე

მშვენიერაძე: მანანა კობახიძე საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის

როგორც იურისტმა, მინდა, ვთქვა, რომ მცდარია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა კობახიძის განცხადება, რომ ეს თავად მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. თითქოსდა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს მისი მეუღლე. თითქოსდა მოსამართლემ უნდა შეაფასოს მისი მეუღლის საჯარო განცხადებას გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. ეს არის საზოგადოების მოტყუება. მოსამართლე კი არ წყვეტს აცილების მომენტში, რომ მასზე იქნება თუ არა რამე გავლენა, არამედ წყვეტს იმას, თუ რამდენად წარმოჩნდება მიუკერძოებლად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა პირების, ამ შემთხვევაში მხარეების წინაშე. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი გარემოებაა, რომელიც ამ ეჭვებს აჩენს. ამ შეთხვევაში ბევრი გარემოებაა, სისხლის სამართლის საქმე, მისი მეუღლის განცხადება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რატომ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს თვითმიზანი, რომ ეს საქმე განიხილოს. მითუმეტეს, ალბათ ბევრი მოსამართლე, ვისაც ასეთი რთული საქმე შეუვიდოდა განსახილველად, სიამოვნებით გააკეთებდა თვითაცილებას, თუკი ამის საფუძველი იარსებებდა. ამიტომ ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ხოლო ქალბატონი მანანა კობახიძის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს, თურმე მიუკერძოებლობა ნიშნავს, რომ მან უნდა ჩათვალოს, რომ მასზე არ იქონიებს გავლენას არის საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ვერ ერკვევა სათანადოდ იურისპრუდენციაში, თვალში ნაცრის შეყრა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე რუსთავი 2-ის საქმეზე, გადაცემა არჩევანში

კომენტარები