ნაციონალებს იმედი უჩნდებათ, რომ პრეზიდენტს დაეყრდნობიან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ მარგველაშვილი იოლი და გამოსაყენებელი კაცი არ ეგონოთ. ის ყველაზე მაგარმა გამომყენებელმა ვერ გამოიყენა. მარგველაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, მან სამსახური მაშინ მომცა, როცა ამას ვერავინ ბედავდა. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ისეთი ქვეყანა ააშენა, სადაც მეუბნებოდნენ, კარგი პროფესიონალი ხარ, მაგრამ ლექციას ვერ მოგცემთო. მარგველაშვილი უაღრესად ჯიუტი და თვითდარწმუნებულია, რომლის გადარწმუნება შეუძლებელია. პოლიტიკურ თამაშებში მისი გამოყენება გამორიცხულია და ამას თუ ვინმე მკითხავდა, ვეტყოდი. მარგველაშვილის ამბავი არავინ მკითხა, თორემ ვიტყოდი, რომ ის იოლი კაცი არ არის.
tbl.ge/3ck
დაკოპირდა

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა
- ოცნებამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო, მხოლოდ 2 ოთახი თბება - ხაზარაძე
- ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა – სია
- პრეზიდენტი: პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია
- წილოსანი პრეზიდენტობის კანდიდატზე: იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი




