სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული ზაქრო ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 წლის 25 აგვისტოს გორში, სამეფოს ქუჩაზე, ვითიბი ბანკში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს 4865 ლარი, 800 აშშ დოლარი, 200 ევრო გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





