რუსთავი 2-ის საქმე

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რუსთავი 2

ხმაური იყო პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარლამენტის გარეთ გამართული რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული იყო და, მათივე თქმით, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ ხელისუფლების შეტევა თავისუფალ მედიაზე.

პარლამენტში სხდომა კი კვორუმის არარსებობის გამო ამ დრომდე ვერ იწყება. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ეს უმრავლესობისგან შეგნებულად ხდება, რათა მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის რუსთავი 2-თან დაკავშირებული განცხადების, განხილვა არ მოხდეს.

კომენტარები