სროლა აშშ-ში

ორეგონის შტატში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა,7 კი დაშავდა

სროლა ორეგონის შტატის კოლეჯში
Steve Dipaola / Reuters

ორეგონის შტატის პოლიციის ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ორეგონის შტატის ქალაქ როუზბურგის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მომხდარი სროლის შედეგად.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა.

თავდასხმელი კოლეჯის ორ სხვადასხვა კორპუსში შევიდა და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. 26 წლის პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. პოლიცია დამნაშავის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის კრის ჰარპერ მერსერია. უცნობია, თუ რა მოტივი ამოძრავებდა დამნაშავეს, თუმცა თვითმხილველების ცნობით თავდამსხმელი სტუდენტების სარწმუნოებით ინტერესდებოდა და მხოლოდ ქრისტიანებს კლავდა. 

პოლიციის ცნობით, მერსერმა რამდენიმე დღით ადრე სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა საკუთარი განზრახვა, თუმცა ეს სერიოზულად არავინ აღიქვა.

კომენტარები