გაეროს გენერალური ასამბლეა

ღარიბაშვილი გაეროში: 2014-დან შევქმენით 90 000 სამუშაო ადგილი ყველა სექტორში

www.facebook.com/GaribashviliOfficial

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2014 წლიდან საქართველოში 90 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. პრემიერმა ზაფხულში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და UEFA-ს სუპერთასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტული ღონისძიებები იძლევა თანამშრომლობის გზით კონფლიქტების დაძლევის აღნიშვნის უნიკალურ შესაძლებლობას.

"ჩვენი გეგმაა, გავზარდოთ ეკონომიკა, გავაძლიეროთ ინსტიტუტების მართვა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ჩვენი ხალხისთვის. გვინდა, საქართველო გახდეს კარგი ადგილი ბიზნესის საკეთებლად და მიმზიდველი ადგილი უცხოური ინვესტიციებისთვის. 2014 წლიდან შევქმენით 90 000 სამუშაო ადგილი ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით.

საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკუთრების უფლების დაცვა გარანტირებულია.

საქართველო გახდა წამყვანი ტურისტული ცენტრი და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მსოფლიო ხვდება, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი - ლამაზი სანაპიროები და გამაოგნებელი მთის კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინოები, უნიკალური ისტორიული ადგილები და მსოფლიო დონის სტუმართმოყვარეობა.

აგვისტოში თბილისმა ორ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა - ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და 2015 წლის UEFA-ს სუპერთასს. სპორტული ღონისძიებები იძლევა თანამშრომლობის გზით კონფლიქტების დაძლევის აღნიშვნის უნიკალურ შესაძლებლობას", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები