კრიმინალი

სამართალდამცველებმა ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

metro.us

სამართალდამცველებმა ორი ადამიანის მკვლელობისთვის, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი პირების ვინაობა დადგინდა.

პოლიციელებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ გოგოლაურში დააკავეს ტარიელ ლ, რომელმაც ჩადენილი მკვლელობა აღიარა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები