ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ბაბუნაშვილი: ბერა ივანიშვილის მძღოლი მაიორობამდე 4 თვეში დააწინაურეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლს წოდება 4 თვეში ლეიტენანტობიდან მაიორობამდე გაეზარდა - ამის შესახებ ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ბაბუნაშვილის თქმით, აღნიშნულ წოდებებზე გადასვლას დაახლოებით 15 წლის სტაჟი მაინც სჭირდება.

"სისტემა, სადაც 4 თვეში ადამიანი ლეიტენანტიდან მაიორი ხდება, რამდენად მოშლილია, ახლა კომპეტენტურმა ადამიანებმა შეაფასონ. რადგან ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლი იყო, მაგიტომ? აი, ეს ხდება ახლა შსს-ში. ბერა ივანიშვილის აპარატურა დაჰქონდა ამ ადამიანს. ახლა ჩვენი ოცმეთაურია. ჩემი გამოცდილებით, ამ წოდებისთვის 15 წლის სტაჟი მაინც იყო საჭირო", - განაცხადა ბაბუნაშვილმა. 

კომენტარები