ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ბაბუნაშვილი: შსს-ს მაღალჩინოსნები მემუქრებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, მას შსს-ს მაღალჩინოსნები ემუქრებიან. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ბაბუნაშვილმა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებაც წაიკითხა, რომელშიც, მისი თქმით, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე სწერდა. შეტყობინებაში ბაბუნაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში საფრთხის არსებობის თაობაზე აფრთხილებენ.

"შენ არასდროს ყოფილხარ პოლიციელი და ვერასდროს ვეღარ გახდები. რა გააკეთე აღარ გინდა აქ ჩამოსვლა? ვიდეოებს ნუ ავრცელებ. შენს სასარგებლოდ რომ ავრცელებ ვიდეოებს, პოლიციელი რომ ხარ გადაცდომა ყოველთვის მოგივა, ყველაფერს კანონის დაცვით ვერ გააკეთებ", - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, მას სხვა სკანდალური ჩანაწერებიც აქვს, თუმცა იმაზე საუბრისგან, თუ როდის აპირებს მათ გავრცელებას, მან თავი შეიკავა.

კომენტარები