ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

გომელაური: კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა

თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება ან გადაცდომა იქნება ან სამსახურებრივი გულგრილობა, დაისჯება შესაბამისად. დაიწყო გამოძიება, რომ გვცოდნოდა ზუსტად ვინ და როგორ იყო, აღარ დავიწყებდით გამოძიებას, პირდაპირ დაისჯებოდა თუ დამნაშავე იქნებოდა. გამოძიება დაადგენს, [ლევან იზორიას] შეეძლო თუ არა საშვის გადაცემა [თავისი ძმისთვის], თუ ჰქონდა... კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ის ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის უფროსი, ყველა დაისჯება შესაბამისად.

სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ყოფილი პოლიციელის გიორგი ბაბუნაშვილის გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომლის მიხედვითაც, სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმა დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობს.

კომენტარები