ვიზა ლიბერალიზაცია

იანოშ ჰერმანი: საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის უმეტესი ნაწილი შეასრულა

www.dossiereuropa.eu

დღეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვიზიტი იწყება, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხარისხს შეაფასებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის უმეტესი ნაწილი უკვე შეასრულა. ჰერმანმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო დანარჩენ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.

„ჩემი აზრით, არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია დარჩენილი მოთხოვნების შესრულება", - აცხადებს იანოშ ჰერმანი.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს.

კომენტარები