ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ნანუაშვილი: ყოფილი პოლიციელის გასაჯაროებულ მასალებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ჩვენ ამ საქმით ვართ დაინტერესებულები. კანონით უნდა დაიწყოს გამოძიება ამ მასალების გავრცელებისთანავე და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ამ გარემოებებს ნათელი მოეფინოს. ჩვენ ვიქნებით ჩართული იმისთვის, რომ მივადევნოთ თვალყური, როგორ წარიმართება გამოძიება ამ კონკრეტული ინციდენტის გარშემო. 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილი პოლიციელის გიორგი ბაბუნაშვილის გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობენ.

კომენტარები