დიღომში საცხოვრებელი ბინა გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინიდან გატანილია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. რუსთავი 2-ის ცნობით, ეს თანხა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია.
მძარცველებმა ბინაში მყოფი 80 წლის ქალი სკამზე მიაბეს. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას ითვალისწინებს.





