საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

წულუკიანი: გაგვაკრიტიკეს ქვეყნის გარეთ, მაგრამ მთავარია, რას ვფიქრობთ შიგნით

პირველი ტალღა იყო დეპოლიტიზაცია, მეორე ტალღა იყო შეფასების სისტემის კრიტერიუმების შემოტანა კანონით, ამაზეც ბევრმა გაგვაკრიტიკა ქვეყნის გარეთ, მაგრამ მთავარია, რას ვფიქრობთ ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიახ, სანამ მოსამართლე სამუდამოდ დაინიშნება, სამი წლის განმავლობაში უნდა შეფასდეს. შეფასდეს არა გარეშე პირების მიერ, არამედ მხოლოდ მიუკერძოებელი და დეპოლიტიზებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მესამე ტალღა იყო რევოლუციური პროექტი და კიდევ ერთხელ მრავალი მადლობა პარლამენტს, რომ მხარი დაგვიჭირა და შემოვიღეთ ჩვენი ბავშვებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და არც ერთი მთავრობის ხელში მომავალში აღარ იქნება შესაძლებელი, რომ რომელიმე ბავშვი, იმიტომ, რომ მურაბა მოიპარა, მრავალი წლით ჩაჯდეს ციხეში. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

კომენტარები