ნეპოტიზმი

გვილავა ნეპოტიზმზე: მე საგანგაშოდ შევაფასებდი ამ მიმართულებას

ნეპოტიზმი ძალიან სერიოზული თემაა, ეს არ არის მარტივი თემა, უკვე ორი წელია, ჩვენი ორგანიზაცია ამგვარ საქმეებზე მუშაობს. ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, და შემდეგ ის თემები, როცა ნათესაური ნიშნით ან სხვა რაიმე ნიშნით ადამიანები ინიშნებიან სამსახურში... ეს ჩვენი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებული პრობლემა იმიტომ არის, რომ ამ ახლობლების გამო, უკანონოდ კარგავს ხალხი სამსახურს. ეს პრობლემა რეალურია, ყოველდღიურია, განსაკუთრებით რეგიონებში, ერთი პოლიტიკური გუნდის შიგნითაც კი ხდება ასეთი რამეები, როდესაც ერთი გუნდის შიგნით სხვადასხვა გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ჩვენ გვყავს ბენეფიციარები, რომლებიც ქართული ოცნების წევრები იყვნენ. ამჟამად ჩვენ გვაქვს 45-ზე მეტი საქმე, რომელიც წარმატებით დავასრულეთ და კიდევ ერთი ამდენი, რომელიც ნაწილობრივ წარმატებულია და მიმდინარეობს... ასე რომ ეს არის რეალური, ყოველდღიური პრობლემა, მართლა ყოველდღე ხდება. მე საგანგაშოდ შევაფასებდი ამ მიმართულებას, სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ ნეპოტიზმის კრიმინალიზებას, რადგან ყოველდღიურად ვაწყდებით ასეთ პრობლემებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერი, იურისტი გია გვილავა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, გიგი უგულავას დაპატიმრების თემის განხილვისას, საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმის პრობლემაზე. ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სწორედ პარტიული აქტივისტების დასაქმების ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა.

კომენტარები