გიგი უგულავას საქმე

უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 22:00 საათზე გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 22:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გიგი უგულავას ადვოკატები ავრცელებენ. რიყისა და თბილსერვისის საქმეებზე მოსამართლე სათათბიროდ დაახლოებით ორი საათის წინ გავიდა. ამ დრომდე უცნობი იყო, გახდებოდა თუ არა განაჩენი ცნობილი დღეს. 

მანამდე, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე უარი განაცხადა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ.

15 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან თბილისის მერი საქალაქო სასამართლომ გუშინ, რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები