ბრალდება ცდილობს თავის მიზნის მიღწევას. დაცვის მხარე ცდილობს თავის მიზნის მიღწევას. მსაჯული მოსამართლეა. პროცესუალურ მეთოდებს იყენებს დაცვის მხარეც, ბრალდების მხარეც და მათ აქვთ საფუძველი, ნებისმიერი შუამდგომლობა დააყენონ იმ მოტივაციის ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედებენ. ამას ვერც დაცვის მხარეს და ვერც პროკურატურის მხარეს ვერავინ ვერ აუკრძალავს. მე როგორც არ უნდა მიმაჩნდეს, რომ დაცვის მხარე იყენებს რაღაც საშუალებებს პროცესის გასაჭიანურებლად, მას აქვს პროცესუალურად განსაზღვრული ეს შესაძლებლობები და ამის გამოყენების საშუალება უნდა ჰქონდეს. ამიტომ ოპოზიციის შეფასებები და მერე ის, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის, არაჯანსაღი და არაბუნებრივია ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ამბობენ, რომ კონსტიტუციის ფარგლებში აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, ეს ფრაზა ჟღერს მეტნაკლებად სამართლებრივად გამართულად. მაგრამ ისეთ ტონალობაში ამბობენ და ისეთი გამოცდილება აქვთ, აქაც უფრო მუქარა და შანტაჟი იგრძნობა, ვიდრე სამართლებრივი პროცესისადმი მინდობა.
tbl.ge/103w
დაკოპირდა

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავენ.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა




